სერვისის აღწერა

მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნები და მათი აღსრულების მართვის სისტემა ეხმარება კომპანიებს გრძელვადიანი ხედვა გადააქციონ კონკრეტულ, გაზომვად და აღსრულებად პრიორიტეტებად.

Axen-ის მიდგომა ფოკუსირებულია ისეთი მართვის მოდელის შექმნაზე, რომელიც აკავშირებს კომპანიის სტრატეგიას, მიზნებს, ინიციატივებს, KPI-ებსა და ყოველდღიურ შესრულებას.

რა პრობლემებს აგვარებს

ხშირად ზედა მენეჯმენტის დონეზე რჩება და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან ნაკლებად არის დაკავშირებული. გუნდები შესაძლოა აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ მათი ძალისხმევა არ იყოს მიბმული საერთო პრიორიტეტებზე, ბიზნეს შედეგებსა და გაზომვად ინდიკატორებზე. სტრატეგიული მიზნებისა და შედეგების მართვა ეხმარება ორგანიზაციას შექმნას ერთიანი სისტემა, სადაც მიზნები მკაფიოა, პროგრესი გაზომვადია და შესრულება რეგულარულად იმართება.

აღსრულების გეგმა

ჩვენი მიდგომა იწყება კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების, არსებული მიზნებისა და შედეგების მართვის პრაქტიკის შეფასებით და გრძელდება მიზნების ფორმულირებით, KPI/OKR მოდელის შექმნით. თითოეული გადაწყვეტა იქმნება კომპანიის ბიზნეს მოდელის, ზრდის ეტაპის, მენეჯმენტის სტილისა და შესრულების კულტურის გათვალისწინებით.

01

არსებული მიზნებისა და მართვის პრაქტიკის შეფასება

პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ, როგორ არის განსაზღვრული კომპანიის სტრატეგიული მიზნები, როგორ იზომება პროგრესი და როგორ ხდება შედეგების განხილვა.

02

სტრატეგიული მიზნების ფორმულირება

ვმუშაობთ მენეჯმენტთან ერთად სტრატეგიული მიზნების უფრო მკაფიო, ფოკუსირებული და გაზომვადი ფორმით ჩამოსაყალიბებლად. მიზანია, ორგანიზაციას ჰქონდეს მცირე რაოდენობის, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს საერთო მიმართულებას.

03

KPI და OKR მოდელის შექმნა

ვარჩევთ ან ვაუმჯობესებთ შედეგების გაზომვის მოდელს, KPI, OKR ან ჰიბრიდულ მიდგომას. განისაზღვრება ისეთი საზომები, რომლებიც ასახავს არა მხოლოდ შესრულებულ აქტივობებს, არამედ პროგრესს, ხარისხს, ეფექტიანობას და ბიზნეს გავლენას.

04

ინიციატივების მიზნებთან დაკავშირება

ვაკავშირებთ მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებს სტრატეგიულ მიზნებთან. ეს ეხმარება კომპანიას დაინახოს, რომელი პროექტები, პროდუქტები ან აქტივობები ქმნის რეალურ ღირებულებას და რომელი საჭიროებს გადახედვას.

05

ინციატივების აღსრულების მონიტორინგი

ვქმნით მიზნების რეგულარული განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების ციკლებს. ეს შეიძლება მოიცავდეს quarterly business review-ს, OKR review-ს, KPI dashboard განხილვებს, leadership sync-ს და სხვა ფორმატებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრესის გამჭვირვალე მართვას.

06

შედეგების მონიტორინგი და უწყვეტი გაუმჯობესება

დანერგვის შემდეგ განისაზღვრება შედეგების რეგულარული შეფასების მექანიზმი. ეს ეხმარება კომპანიას დროულად დაინახოს პროგრესი, შეცვალოს პრიორიტეტები საჭიროების შემთხვევაში და შეინარჩუნოს ფოკუსი რეალურ ბიზნეს შედეგებზე.

მოსალოდნელი ბენეფიტები

სტრატეგიული მიზნების დაგეგმვა და მართვა კომპანიას ეხმარება შექმნას უფრო ფოკუსირებული, გაზომვადი და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემა.

01

მკაფიო სტრატეგიული პრიორიტეტები
ორგანიზაციას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება და საერთო ფოკუსი.

02

სტრატეგიასა და აღსრულებას შორის კავშირი
ყოველდღიური სამუშაო უკავშირდება კომპანიის მთავარ მიზნებს.

03

გაზრდილი მენეჯერული გამჭვირვალობა
მენეჯმენტი ხედავს პროგრესს, რისკებსა და გადახრებს

04

უფრო სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
გადაწყვეტილებები მიიღება ინფორმაციაზე დაყრდნობით.

05

გუნდების უკეთესი ფოკუსი
გუნდები მუშაობენ შეთანხმებულ და გაზომვად პრიორიტეტებზე.