სერვისის აღწერა

ეფექტიანი დაგეგმვა და პროდუქტის მიწოდების მართვა ეხმარება კომპანიებს სტრატეგიული ინიციატივები, პროექტები და პროდუქტები მიაწოდონ მომხმარებლებს კონკურენტებზე უფრო სწრაფად და ხარისხიანად.

Axen-ის მიდგომა ფოკუსირებულია პროექტებისა და პროდუქტების დაგეგმვის, აღსრულებისა და მიწოდების ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც აერთიანებს ბიზნეს მიზნებს, რესურსების რეალურ შესაძლებლობებს, პრიორიტეტიზაციის და მიწოდების კონტროლს. 

რა პრობლემებს აგვარებს

პროექტებისა და პროდუქტების დაგეგმვისა და მიწოდების ოპტიმიზაცია ეხმარება ორგანიზაციას შექმნას მართვის მოდელი, რომელიც აკავშირებს სტრატეგიას, გეგმას და აღსრულების პროცესს.

აღსრულების გეგმა

ჩვენი მიდგომა იწყება არსებული პროექტებისა და პროდუქტების მართვის სისტემის შეფასებით და გრძელდება დაგეგმვის, პრიორიტეტიზაციის, აღსრულების კონტროლისა და მიწოდების გამჭვირვალობის გაუმჯობესებით. თითოეული გადაწყვეტა იქმნება კომპანიის სტრატეგიული მიზნების, სამუშაო მოდელის, გუნდის შესაძლებლობების და პროდუქტის ან პროექტის კონტექსტის გათვალისწინებით.

01

არსებული მართვის მოდელის შეფასება

ვაფასებთ, როგორ იგეგმება, პრიორიტეტდება და იმართება პროექტები და პროდუქტები ორგანიზაციაში. ასევე ვაანალიზებთ ახალი ინიციატივების განხილვისა და დამტკიცების პროცესს, ასევე მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების არსებულ პრაქტიკებს.

02

სტრატეგიისა და ყოველდღიური დავალებების დაკავშირება

ვაერთიანებთ ბიზნესის მიზნებს, სტრატეგიულ პრიორიტეტებს, პროდუქტის განვითარების გეგმასა და პროექტებს ერთიან სისტემაში, რათა ყოველდღიური აღსრულება მუდმივად ემსახურებოდეს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას

03

პრიორიტეტიზაციისა და მოთხოვნების მართვა

ვაუმჯობესებთ ინიციატივების შეფასების, დამტკიცებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესს, ხოლო ბიზნესმოთხოვნების მართვისთვის ვნერგავთ სტრუქტურირებულ მიდგომას.

04

დაგეგმვისა და capacity-ის მართვის გაუმჯობესება

ვაუმჯობესებთ დაგეგმვის პროცესს ისე, რომ გეგმები ეფუძნებოდეს გუნდის რეალურ გამტარუნარიანობასა და ხელმისაწვდომ რესურსებს, რაც უფრო რეალისტური ვალდებულებების აღების შესაძლებლობას ქმნის.

05

დანერგვა და ცვლილებების მართვა

ვნერგავთ პროექტებისა და პროდუქტების მართვის ჩარჩოებს, მართვის პრაქტიკებს, სამუშაო პროცესებსა და ციფრულ ინსტრუმენტებს, ხოლო გუნდებს ვეხმარებით ცვლილებების ეფექტიანად მიღებასა და ახალ სამუშაო პროცესებზე ადაპტაციაში.

05

აღსრულების კონტროლი და მიწოდების გამჭვირვალობა

ვქმნით ანგარიშგებისა და მონიტორინგის მექანიზმებს, რომლებიც მენეჯმენტსა და გუნდებს რეალურ დროში აძლევს სრულ სურათს პროექტების პროგრესის, შესრულების სტატუსის, რისკების, დამოკიდებულებებისა და პოტენციური შეფერხებების შესახებ.

მოსალოდნელი ბენეფიტები

პროექტებისა და პროდუქტების დაგეგმვის, აღსრულებისა და მიწოდების ოპტიმიზაცია კომპანიას ეხმარება შექმნას უფრო გამჭვირვალე, მართვადი და შედეგზე ორიენტირებული მიწოდების სისტემა.

01

გაუმჯობესებული სტრატეგიული დაგეგმარება
პროექტები და პროდუქტები უკავშირდება ბიზნეს მიზნებს.

02

გაუმჯობესებული პრიორიტეტიზაცია
გუნდი ფოკუსირდება ყველაზე ღირებულ და მნიშვნელოვან სამუშაოზე.

03

გაუმჯობესებული დაგეგმვა
გეგმები ეფუძნება გუნდის რეალურ შესაძლებლობებსა და რესურსებს.

04

მიწოდების ვადების გაუმჯობესება
პროექტების მიწოდებისა და პროგრნოზირების ვადების გაუმჯობესება

05

უფრო პროგნოზირებადი შედეგები
მცირდება დაგვიანებები, გაურკვევლობა და მიწოდების რისკები.

06

რესურსების მართვა
გუნდის დატვირთვა ნაწილდება უფრო რეალისტურად და დაბალანსებულად.