ციფრული ტრანსფორმაცია ეხმარება კომპანიებს სამუშაო პროცესები, მართვის სისტემები და ყოველდღიური ოპერაციები გადაიყვანონ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და მოქნილ ფორმატებში.
Axen-ის მიდგომა ფოკუსირებულია ისეთი ციფრული გარემოს შექმნაზე, რომელიც რეალურად ერგება კომპანიის საჭიროებებს, პროცესებსა და ზრდის მიზნებს. როგორც Pipedrive-ის, ClickUp-ის, Monday.com-ის, Odoo-სა და Asana-ს ოფიციალური პარტნიორები, ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს სწორი პლატფორმების შერჩევაში, დანერგვაში, ინტეგრაციაში და სამუშაო მიდგომებზე მორგებაში, რათა ტექნოლოგია გახდეს მართვის, კოორდინაციისა და შედეგების გაუმჯობესების რეალური ინსტრუმენტი
რა პრობლემებს აგვარებს
კომპანიის ზრდასთან ერთად გაყიდვების, პროექტების მართვის, ოპერაციების, მომხმარებელთან ურთიერთობის, შიდა კოორდინაციის, ანგარიშგებისა და რესურსების მართვის პროცესები ხშირად ნაწილდება სხვადასხვა სისტემაში, ფაილებში, ჩატებში და ხელით მართულ დოკუმენტებში. ციფრული ტრანსფორმაცია ეხმარება ორგანიზაციას შექმნას ერთიანი, სტრუქტურირებული და ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი სამუშაო გარემო.
სხვადასხვა სისტემაში გაბნეული ინფორმაცია და მონაცემები
დაბალი გამჭვირვალობა სამუშაოს პროგრესსა და შედეგებში
ხელით შესრულებული ანგარიშგება და მონაცემების მართვა
გუნდებს შორის სუსტი კოორდინაცია და კომუნიკაცია
გაყიდვების, პროექტების, ოპერაციების და მომხმარებელთან ურთიერთობის არაეფექტიანი მართვა
ციფრული ინსტრუმენტების არასწორი შერჩევა ან არასრული გამოყენება
სისტემების სუსტი ინტეგრაცია და მონაცემთა ნაკადების ფრაგმენტულობა
თანამშრომლების დაბალი ჩართულობა ახალი პლატფორმების გამოყენებაში
ტექნოლოგიური გადაწყვეტების სუსტი კავშირი ბიზნეს პროცესებთან.
ჩვენი მიდგომა იწყება კომპანიის არსებული პროცესების, სისტემების, მონაცემთა ნაკადებისა და ციფრული სიმწიფის შეფასებით. შემდეგ განისაზღვრება საჭირო ციფრული არქიტექტურა, შეირჩევა შესაბამისი პლატფორმები, იქმნება დანერგვის roadmap და ხორციელდება სისტემების კონფიგურაცია, ინტეგრაცია და გუნდის გაძლიერება. თითოეული გადაწყვეტა ერგება კომპანიის ბიზნეს მოდელს, პროცესებს, მართვის საჭიროებებსა და ზრდის ეტაპს.
01
ციფრული სიმწიფისა და პროცესების შეფასება
პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ კომპანიის არსებულ პროცესებს, გამოყენებულ სისტემებს, მონაცემთა ნაკადებს, ანგარიშგების პრაქტიკასა და ყოველდღიურ ოპერაციულ მოდელს, რათა განვსაზღვროთ, რომელი ბიზნეს მიმართულებები საჭიროებს ციფრულ გაძლიერებას და სად შექმნის ციფრული ტრანსფორმაცია ყველაზე მაღალ ბიზნეს ღირებულებას.
02
ციფრული გადაწყვეტების საჭიროებების განსაზღვრა
ვადგენთ, რომელი ბიზნეს მიმართულებები საჭიროებს ციფრულ გაძლიერებას: გაყიდვები, პროექტების მართვა, ოპერაციები, მომხმარებელთან ურთიერთობა, შიდა კოორდინაცია, ანგარიშგება თუ რესურსების მართვა. მიზანია ტექნოლოგიური გადაწყვეტა შეირჩეს კონკრეტული ბიზნეს პრობლემიდან გამომდინარე.
03
პლატფორმის შერჩევა და ციფრული არქიტექტურის დიზაინი
კომპანიის საჭიროების მიხედვით განვსაზღვრავთ, რომელი პლატფორმა ან პლატფორმების კომბინაციაა ყველაზე შესაფერისი, Pipedrive, ClickUp, Monday.com, Odoo, Asana ან სხვა შესაბამისი სისტემა.
04
სისტემების კონფიგურაცია და დანერგვა
ვუჭერთ მხარს შერჩეული პლატფორმების კონფიგურაციასა და დანერგვას კომპანიის სამუშაო გარემოში. ეს მოიცავს სამუშაო სივრცეების შექმნას, workflow-ების აწყობას, როლებისა და წვდომების განსაზღვრას, სტატუსების, ფორმების, dashboard-ებისა და ანგარიშგების მოდელის მომზადებას.
05
ინტეგრაცია და მონაცემთა ნაკადების მოწესრიგება
ვაფასებთ, როგორ უნდა დაუკავშირდეს სხვადასხვა სისტემა ერთმანეთს, რათა შემცირდეს ხელით მონაცემების გადატანა და ინფორმაცია მოძრაობდეს უფრო თანმიმდევრულად.
06
გუნდის გაძლიერება და უწყვეტი გაუმჯობესება
ვუჭერთ მხარს გუნდებს ახალი ციფრული გადაწყვეტების დანერგვის პროცესში ტრენინგების, პრაქტიკული რეკომენდაციებისა და ოპერაციული მხარდაჭერის მეშვეობით. პარალელურად, ვაკვირდებით დანერგილი სისტემების ეფექტიანობას და მუდმივად ვახორციელებთ მათ გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი ბენეფიტები
ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიას ეხმარება შექმნას უფრო გამჭვირვალე, დაკავშირებული და ტექნოლოგიურად გაძლიერებული სამუშაო გარემო.