10xSEO საქართველოში N1 სწრაფად მზარდი SEO სააგენტოა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ კლიენტთან, პროექტთან და ახალ შესაძლებლობასთან მუშაობს. ზრდა, ბუნებრივია, წარმატების ნიშანია, თუმცა მას თან ახლავს ახალი გამოწვევებიც.
სწორედ ზრდის ამ ეტაპზე დაიწყო Axen Consulting-მა 10xSEO-სთან Agile ტრანსფორმაციისა და დიჯიტალიზაციის პროექტზე მუშაობა.

ორგანიზაციული მოწყობის გადახედვა
პროექტის დასაწყისში ერთად შევისწავლეთ, როგორ ნაწილდებოდა სამუშაო გუნდში, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები და რა გზას გადიოდა ამოცანა იდეიდან შესრულებამდე.
ჩვენი მიზანი არ ყოფილა პროცესების ზედმეტად გართულება ან კომპანიისთვის დამატებითი პროცესების შექმნა. პირიქით, გვინდოდა სამუშაო გარემო უფრო მარტივი, გასაგები და პროგნოზირებადი გამხდარიყო.
ამისთვის გადაიხედა ორგანიზაციული მოწყობა, უფრო მკაფიოდ განისაზღვრა როლები და პასუხისმგებლობები და დალაგდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. შედეგად, გუნდის წევრებისთვის უფრო ნათელი გახდა, ვინ რა საკითხზე იყო პასუხისმგებელი და ვისთან უნდა მომხდარიყო კონკრეტული გადაწყვეტილების შეთანხმება.
Scrumban-ის დანერგვა
10xSEO-ს სამუშაო გარემოში ერთდროულად არსებობს როგორც წინასწარ დაგეგმილი პროექტები, ისე ყოველდღიურად წარმოქმნილი ახალი მოთხოვნები. ამიტომ მხოლოდ ერთი, მკაცრად განსაზღვრული მიდგომა კომპანიის რეალობას სრულად ვერ მოერგებოდა.
გადავწყვიტეთ დაგვენერგა Scrumban, Scrum-ისა და Kanban-ის პრაქტიკების მოქნილი კომბინაცია.
ამ მიდგომამ გუნდს მისცა შესაძლებლობა, წინასწარ დაეგეგმა მნიშვნელოვანი სამუშაოები და ამავდროულად სწრაფად გამოეხმაურა ახალ ამოცანებს. გუნდისთვის თვალსაჩინო გახდა, რა იყო დაგეგმილი, რა სრულდებოდა კონკრეტულ მომენტში და სად იქმნებოდა შეფერხება.
სამუშაოს ვიზუალიზაციამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ყოველდღიური კოორდინაციაც. ნაკლები დრო იხარჯებოდა ინფორმაციის მოძიებასა და იმის გარკვევაზე, თუ რა ეტაპზე იყო კონკრეტული დავალება.
ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება
ტრანსფორმაციის ფარგლებში გადაიხედა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი: როგორ იქმნებოდა ახალი დავალება, როგორ განისაზღვრებოდა მისი პრიორიტეტი, ვინ იღებდა მასზე პასუხისმგებლობას და როგორ კონტროლდებოდა შესრულება.
მთავარი მიზანი იყო, რომ სამუშაო ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული ცალკეული ადამიანების მეხსიერებაზე ან პირად კომუნიკაციაზე.
შედეგად, გუნდმა მიიღო უფრო შეთანხმებული სამუშაო მიდგომა, სადაც ამოცანები ნაკლებად იკარგება, პასუხისმგებლობები ნაკლებად იკვეთება და პრიორიტეტებიც უფრო გამჭვირვალედ განისაზღვრება.
ClickUp-ის დანერგვა
ცვლილებების მხარდასაჭერად კომპანიაში დაინერგა ClickUp, რომელიც 10xSEO-სთვის ერთიან სამუშაო სივრცედ იქცა.
პლატფორმაში გაერთიანდა პროექტები, ამოცანები, ვადები, სტატუსები, პასუხისმგებელი პირები და სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. გუნდის წევრებს აღარ სჭირდებოდათ სხვადასხვა არხში გაფანტული ინფორმაციის მოძიება.
მენეჯმენტისთვისაც უფრო მარტივი გახდა პროექტების პროგრესის, გუნდის დატვირთვისა და შესაძლო შეფერხებების დანახვა.
ზრდის მხარდამჭერი სამუშაო მოდელი
პროექტის შედეგად 10xSEO-მ მიიღო უფრო ორგანიზებული, გამჭვირვალე და მოქნილი სამუშაო გარემო. როლები და პასუხისმგებლობები უფრო მკაფიო გახდა, ამოცანებისა და პროექტების მართვა ერთ სივრცეში გაერთიანდა, ხოლო გუნდის ყოველდღიური მუშაობა, მეტად კოორდინირებული.
თუ თქვენი ორგანიზაციის ზრდასთან ერთად პროცესების მართვაც რთულდება, მაშინ ჩავნიშნოთ უფასო კონსულტაცია: https://axen.consulting/contact

