AXEN CONSULTING არის ქართული საერთაშორისო ტექნოლოგიური საკონსუტაციო კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოში და უზბეკეთში. მაღალკონკურენტულ, დინამიურ და ტურბულენტურ ბიზნეს გარემოში, ორგანიზაციების გამოწვევაა სწრაფად ადაპტირდნენ ცვლილებებთან, შეამცირონ დანაკარგები და მიაღწიონ თანმიმდევრულ ზრდას. Axen Consulting კი ორგანიზაციებს ეხმარება გააუმჯობესონ ბიზნეს პროცესების ეფექტიანობა, დანერგონ ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებები და განავითარონ თანამშრომლების კვალიფიკაცია.
Axen-ის მისიაა თანამედროვე ორგანიზაციების გაძლიერება და მათი მდგრადი განვითარებისთვის ციფრული და ოპერაციული გადაწყვეტილებების შექმნა. ინოვაციების, ანალიტიკისა და სტრატეგიული პარტნიორობების მეშვეობით ვმართავთ ბიზნესის ტრანსფორმაციას და ვქმნით ბიზნესის მომავალს საქართველოში, უზბეკეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
მუდმივ გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ დონეზე. ჩვენი კულტურა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობას, სტრუქტურირებულ სწავლასა და მუდმივ განახლებას, რათა სწრაფად ცვალებად გარემოში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ.
ყველა ჩვენი სერვისი სტრუქტურირებული და სტრატეგიული აზროვნებით იწყება. იდეის ფორმირებიდან, სიღრმისეული კვლევის, ანალიზისა და ტესტირების გავლით, ვქმნით პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურ და გაზომვად შედეგებს ქმნის.
გვჯერა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანები არიან. ამიტომ Axen-ში ვაერთიანებთ მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ეთიკის მქონე ექსპერტებს, რომლებიც საერთო ხედვით, პროფესიონალიზმითა და ღირებულების შექმნის სურვილით მუშაობენ.
Axen Consulting რიცხვებში
Axen არის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელებაში.
ჩვენი გამოცდილება საქართველოსა და უზბეკეთში გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი პარტნიორებისთვის.
გაეცანით Axen-ის უახლეს ბლოგებს, კვლევებსა და Whitepaper-ებს, სადაც ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის საინტერესო თემებს ვაშუქებთ.